გაყიდვების აგენტი

აღწერა

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით "ნობათი"-ს გაყინული ხორცპროდუქტებით, "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და "ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. (გთხოვთ თუ ვერ აკმაყოფილებთ, ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, განაცხადს ნუ გამოგვიგზავნით) და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება. აუცილებელი მოთხოვნები: ** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ** საკუთარი ავტომობილი - (საწვავისა და ცვეთის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია) ანაზღაურება ფიქსირებული 1200 ₾ და გამომუშავებით 3000 ₾-მდე ფუნქცია-მოვალეობები: ** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; ** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; ** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; ** დებიტორების კონტროლი და ანალიზი; ** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება; ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) პიროვნული თვისებები: ** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით: 595399993 პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: [email protected] გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების აგენტი
პროფიტ კომერსი
თბილისი 800₾-1400₾ დედლაინი: 1 დღეში

გაყიდვების აგენტი
Würth
თბილისი 21000₾ დედლაინი: 4 დღეში

გაყიდვების აგენტი
ვისტა ჯგუფი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების აგენტი
მაიკომფორტჯორჯია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების აგენტი
Digital TV
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


G&A Group
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო