აღწერა

კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ - 17:00 სთ ან 14:00 სთ - 21:00 სთ, ცვლებში.
ანაზღაურება: 1100 – 1300 ლარი;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან;

მოვალეობები:

  • შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “ ოპერატორი - თბილისი“ რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!

„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „რითეილ ლოგისტიკის“ (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი
კორიდა
თბილისი 750₾ დედლაინი: 2 დღეში

ოპერატორი
სტანდარტი +
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 დღეში

ოპერატორი
PROVIDER.GE
ბათუმი დედლაინი: 2 დღეში

ოპერატორი
აიო
თბილისი 600₾-1000₾ დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


რითეილ ლოგისთიკა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო