ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აღწერა

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.
„მადარტ დელივერი“ „მადარტის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია „მადარტ დელივერი“ სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვაკანსია არის ჰიბრიდული და მოიაზრებს ძირითადად დისტანციურად, თუმცა, საჭიროებისამებრ, ოფისიდან მუშაობასაც.
ჰიბრიდული: დისტანციური/თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 1000-1500₾
სამუშაო გრაფიკი: სრული,მცოცავი - კვირაში 5 დღე (*ქოლ-ცენტრის ოპერატორი მუშაობს 8 საათიანი სამუშაო განრიგით + 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები და დღეები მცოცავია ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 08:30დან 22:30 საათის მონაკვეთში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ;
  • შეკვეთების მიღება;
  • შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
  • გამავალი ზარების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენები (ინგლისური, რუსული) – B1 დონე.

შერჩევის პროცესი:

  • I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • II ეტაპი - გასაუბრება HR-თან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში: · Facebook (მთავარი გვერდი):
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/ ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „მადარტ დელივერიმ“ დაამუშავოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექეტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): [email protected]
გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ORGANIC SPA AND ESTHETICS
თბილისი დედლაინი: 11 საათში

ქოლ ცენტრის ოპერატორი
მედ სტატუს
თბილისი დედლაინი: 11 საათში

კომპანია


მადარტ დელივერი

ანაზღაურება


1,000₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო