უძრავი ქონების აგენტი/რეალტორი

აღწერა

"broker.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის/რეალტორის პოზიციაზე. თუ გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, ხარ კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული და მოტივირებული ამ სფეროში, ეს ვაკანსია შენთვის არის. ანაზღაურება: 1500-დან 10000 ლარამდე. დამოკიდებულია კანდიდატის შრომისუნარიანობასა და ჩართულობაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ყოველთვიურ დაჯილდოებებს და წამახალისებელ საჩუქრებს; ** ულიმიტო სასაუბრო პაკეტს; ** სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას; ** სამუშაო საათების დროს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას; ** საქმის ადგილზე შესწავლას; ** უფასო ტრენინგებს; ** მზარდ ბონუსურ სისტემას, რომელიც განისაზღვრება სტაჟის მიხედვით; ** სხვადასხვა კუთხით განვითარების პერსპექტივას; ** კლიენტთა ბაზას. უნარ-ჩვევები: ** გამართული მეტყველების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობა; ** მოლაპარაკების წარმოება. ბროკერის ფუნქცია/მოვალეობები: ** ვერბალური კომუნიკაცია; ** სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოძიება; ** შეხვედრის დაგეგმარება; ** უძრავი ქონების ადგილზე პრეზენტაცია; ** კლიენტთან წერილობითი კომუნიკაცია; ** საქმის დაწყების შემდგომი პროცესების ორგანიზება; ** კლიენტის ნდობის მოპოვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]. გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ "ბროკერი/რეალტორი"

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბროკერი.ჯი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო