პრობლემური აქტივების კოორდინატორი

აღწერა

შპს „ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების კოორდინატორი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
  • დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გარფიკის შეთავაზება;
  • მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.

საჭირო უნარები:
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კონფლიქტის მართვის უნარი;
  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2024 წლის 27 ივლისამდე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ფინჰაბ ჯორჯია
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო