Vip/Premium დაზღვეულების სივრცის მომსახურების სპეციალისტი

აღწერა

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას Vip/Premium დაზღვეულების სივრცის მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე კლინიკა რეიმანში. სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან - 15:00-მდე ან 15:00-დან - 21:00მდე, 2 შაბათი 10:00-14:00. ფუნქცია-მოვალეობები: ** არდის სივრცეში შემოსული ნებისმიერი ვიზიტორის/პაციენტის დახვედრა, სწორი დაკვალიანება და მოთხოვნის მიხედვით შესაბამის ექიმთან გადამისამართება; ** პაციენტების მომსახურება კომპანიის კორპორაციული სერვისის სტანდარტების დაცვით, ეფექტური კომუნიკაცია და მოთხოვნებზე დროული რეაგირება. განათლება: ** სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2) ** საოფისე კომპიუტერული პროგრამები. პიროვნული თვისებები: ** კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები ** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება ** გულისხმიერების და ემპათიურობის უნარი ** პოზიტიური, თავაზიანი და ყურადღებიანი ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომსახურების სპეციალისტი". ინფორმაცია კომპანიის შესახებ: "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს. ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები. "არდი" - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე! სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი/ადმინისტრატორი
სასტუმრო VIP
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

VIP ქსელის პრისელერი
ბინსი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

VIP აგენტი
TAV Georgia Operation Services
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

KA გაყიდვების მენეჯერი
Splat
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

რეზერვაციის მენეჯერი
Travel Door Georgia
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

ჰოლ მენეჯერი
BET25
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


არდი დაზღვევა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო