ოფისის მენეჯერი

აღწერა

შპს "ოთნიელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში + საბონუსე სისტემა ძირითადი ფუნქციები: ** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება; ** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება; ** ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია; ** ადმინისტრაციის დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა; ** ოფისის დიასახლისის სუპერვიზია და კონტროლი. ** მომხმარებლებისთვის კომპანიის ინვოისების გამზადება, მეილით ან სოციალური პლატფორმებით ინფორმირება. ** სამსახურებრივად ექვემდებარება დირექტორს და ასრულებს მათ ცალკეულ დავალებებს; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); ** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უნარ-ჩვევები: ** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი ** გამართული წერის უნარი ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გთხოვთ გამოაგზავნოთ თვენი რეზიუმე (CV) 5 ივლისამდე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფისის მენეჯერი
Mydeliver
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

ოფისის მენეჯერი
El-Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 5 დღეში

ოფისის მენეჯერი
W8Shipping Georgia
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

ოფისის მენეჯერი
GDCC
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

ოფისის მენეჯერი
ნუტრიმაქსი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ოფისის მენეჯერი
StepUp
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ოთნიელი

ანაზღაურება


500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო