აღწერა
შპს "ოქსონ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორ-ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** დეკლარაციების მომზადებაში მთავარი ბუღალტრის დახმარება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
** აუდიტთან და მარეგულირებლებთან თანამშრომლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი, ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილება;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მეილზე: [email protected].
გისურვებთ წარმატებებს! |