აღწერა
"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანია "მისტერ მასტერის" მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, (დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი) შესაბამისი სამუშაო პროცედურების დაცვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, პარტნიორი ტექნიკოსების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დეტალებით;
** საოპერაციო გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
** ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად კომპანიაში ახალი ტექნიკური მიმართულებების დანერგვა (შესაბამისი ტექნიკოსების მოძიებაში ჩართულობა);
** სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
** გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
** დირექტორისგან მიღებული დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: 3000 ლარიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ზოგადი კომპეტენციები:
** გუნდის მართვა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე.
სამუშაო განრიგი: სრული.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "საოპერაციო მენეჯერი". |