პროექტის მენეჯერი

აღწერა

სამშენებლო კომპანია მეტტა|Metta 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

მეტტა|Metta ახალი სამშენებლო ობიექტისათვის ეძებს გამოცდილ პროფესიონალს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ან თბილისის შემოგარენი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.
პროექტის მენეჯერის ძირითადი როლი განისაზღვრება მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო ობიექტისათვის პროექტის მიმდინარეობის დაგეგმვა და შესრულება, ხარჯების, ბიუჯეტის, სახელშეკრულებო მოთხოვნების და ვალდებულებების ფარგლებში.
პროექტის მენეჯერის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება;
  • პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, მასალების და მომსახურების მიწოდების გრაფიკის მომზადება;
  • ფასის შეთანხმება მასალებსა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიების მომზადება;
  • პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების ინჟინერთან ერთად სამუშაოთა წარმოების შრომით უსართხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
  • სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
  • გეგმების, ნახაზების, მოცულობების და BOQ გადამოწმება;
  • მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
  • დაგეგმილი და ფაქტობირივი ბიუჯეტის თანხვედრის შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება პროექტების პორტფოლიო მენეჯერის მიერ მოთხოვნილი ფორმატითა და პერიოდულობით;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური პროგნოზების მომზადება პროექტის პროგრესის გრაფიკთან დაკავშირებით და პროექტების პორტფოლიო მენეჯერისთვის რეპორტინგი.
  • პროექტების პორტფოლიო მენეჯერის ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს.
  • საჭიროებისამებრ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური/ სამშენებლო მიმართულებით (მაგისტრის ხარისხს მიენიჭება პრიორიტეტი);
  • სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • პროექტის მართვის ცოდნა და უნარები (ფორმალურ განათლებას პროექტის მართვაში მიენიჭება უპირატესობა)
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • MS Project-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

უნარები და შესაძლებლობები:
  • კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
  • ეფექტურად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი;
  • სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის გასაკეთებლად და რეზუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პროექტის მენეჯერი
რუმბოქსი
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 11 საათის წინ

პროექტის მენეჯერი
ჯორჯიან სერვის გრუპი 2007
თბილისი 1800₾ დედლაინი: 2 კვირაში

ჯუნიორ პროექტის მენეჯერი
რუმბოქსი
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 6 დღეში

მარკეტინგის პროექტის მენეჯერი
SPRIBE Georgia
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


მეტტა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო