მერჩენდაიზერი

აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-18:00სთ, ორშაბათი - შაბათი ** ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი ** ულიმიტო სამგზავრო ბარათი; ** ფიტპასი; ** კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება (განახლება); ** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** FIFO-ს სტანდარტების დაცვა; ** ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით. მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი - ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ფუდსერვისი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო