გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვის, . კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ავტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვას და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. პირობები: ** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი ** განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე ძირითადი ფუნქციები: ** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი; ** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია; ** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; ** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად; პიროვნული მახასიათებლები: ** პუნქტუალურობა და დროის სწორი მენეჯმენტი ** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ. ** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


CarMate

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო