აღწერა
29 ნომრიანი სასტუმრო (ავლაბარში) - "Hotel zeg" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის (მიმღები-ადმინისტრატორის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, კოტე აფხაზის 27
სამუშაო განრიგი: ოთხ დღეში ერთხელ 24 საათი, 10:00 დან - 10:00 მდე
თვიური ხელფასი: 900 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება;
** ჩამომსვლელი/ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება;
** სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად;
** ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება;
** დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი Cash policy - ის შესაბამისად მოქმედება
** ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
** სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598 683015 |