ბუღალტრის ასისტენტი

აღწერა

ვშპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 09:30-18:30სთ ანაზღაურება: შეთანხმებით (1500-2000 ლარი (NET)) კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ; ფუნქციები: ** სალაროს ოპერაციების კონტროლი, დოკუმენტების სრულყოფილების და სისწორის უზრუნველყოფა; ** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და სისწორის უზრუნველყოფა; ** კომპანიის მიმდინარე ადგილობრივი შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში; ** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი; ** ყოველდღიური სამეურნეო (ხარჯვადი) ოპერაციების დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა და საბუღალტრო ასახვა. მოთხოვნები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა; ** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/ აუდიტი); ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად); ** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია FMG სისტემაში მუშაობის გამოცდილება). კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] ან მოგვწეროთ: 574088108 გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


მაქსიმა

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო