არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი

აღწერა

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.benefits.ge/ მისამართი: ქალაქი თბილისი, გია ჭანტურიას 5 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 (პარასკევი - 09:30 - 17:30) ფუნქციები: ** შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა; ** ზარალების შესახებ ინფორმაციის შესაბამის ბაზაში შენახვის კონტროლი; ** განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი; ** ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა; ** დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით; ** მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება; ** სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი; ** ანაზღაურების ოქმის მომზადება; ** გადასარიცხი ფორმის მომზადება, შემდგომში რეესტრული აღრიცხვა და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა; ** მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა; ** დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე. უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ოპერატიულობა და პუნქტუალურობა. თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; ** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; ** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
გლობალ ერთი
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
Global Auto Import
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო