კომპანიონი ცხოველების ნუტრიციოლოგი

აღწერა

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 2023 წელს გაიხსნა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური საწარმო, კომპანიონი ცხოველების და თევზის საკვების დამზადების შესაძლებლობით. ნუტრიმაქსი აწარმოებს მაღალი ხარისხის საკვებს შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატებისთვის. კომპანიის ვებგვერდი: http://nutrimax.ge/ Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიონი ცხოველების (ძაღლი, კატა) ნუტრიციოლოგის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ძაღლის და კატის საკვების რაციონების შემუშავება (ასაკის, ჯიშის, ზომის და სხვა მოთხოვნილებების მიხედვით); ** ძაღლის და კატის კვების რეკომენდაციების გაწერა (საკვებ-მოხმარება); ** კომპანიონი ცხოველების საკვებში გამოსაყენებელი ნედლეულის შერჩევა; ** ახალ პროდუქტებზე მუშაობა; ** წარმოებასთან მუდმივი კავშირი ექსტრუდირებული პროდუქტების ფორმირების პროცესში; ** ინდუსტრიის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა; ** ბაზრის კვლევების და ტენდენციების ანალიზი საკვების გაუმჯობესებისთვის; ** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და საკვების გაუმჯობესება მათი საჭიროებების მიხედვით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა: ** განათლება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (კვების ტექნოლოგია, ქიმია, ბიოლოგია, ვეტერინარია); ** შესაბამის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; ** უცხო ენები: ინგლისური B2, რუსული A2; ** მტკიცე კომუნიკაციისა და კონსულტაციის უნარ-ჩვევები; ** თანამედროვე კვების ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ცოდნა; ** კვლევითი უნარები და სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობის გამოცდილება; ** მაღალი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და დროის მართვის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი. დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები: ** ტრანსპორტირება; ** კვება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ადგილმდებარეობა: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ.; ** სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30, ორშ-პარ; ** ანაზღაურება: 1500 ₾ (ხელზე ასაღები თანხა). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომპანიონი ცხოველების (ძაღლი, კატა) ნუტრიციოლოგი". ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ნუტრიმაქსი
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო