აღწერა

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეთსონ ჯგუფი 60 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე. კომპანია "ევროპაბეთი" წყალტუბოს ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები: ** ფულადი ოპერაციების წარმოება და მართვა; ** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სალაროში არსებული თანხის ბალანსის პერიოდული მონიტორინგი. ** მომხმარებლის მიერ მოგებული თანხის განაღდება. მოთხოვნები: ** სასურველია სალაროში მუშაობის, ან ნაღდი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციური უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** კარგი ორგანიზატორული უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური დამოკიდებულება თანამშრომლებთან; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სისწრაფე. დამატებითი ინფორმაცია: ** პოზიცია მოიაზრებს 45 სამუშაო დღეს კვარტლის განმავლობაში (კვარტლის დასაწყისიდან 45 სამუშაო დღე შაბათ-კვირას დასვენებით. კვარტლის მეორე ნახევარი დასვენება სრულად). ** სამუშაო გრაფიკი 11.00-15.00. ** ანაზღაურება 600 ლარი ყოველთვიურად. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე - წყალტუბო". დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ ნომერზე - 591 007 942.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე
ზე ხაჭაპური კომპანი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 3 დღეში

მოლარე
ლიბერთი ბანკი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე
პრომეტალი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე
ატელიე აუთლეტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


europebet

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო