სამედიცინო მომსახურებების გაფორმების მენეჯერი

აღწერა

თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს სამედიცინო მომსახურებების გაფორმების მენეჯერის ვაკანსიას თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** ექიმის მიერ შევსებული ფორმა 100-ის სისწორის გადამოწმება (ICD და NCSP კოდები), ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესწორების უზრუნველყოფა, სისწორის შემთხვევაში შესაბამისი კალკულაციის მომზადება, გადაგზავნა და პაციენტისთვის დროულად მიწოდება; ** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება; ** საგარანტიო წერილის ცვლილების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტის შეცვლა და ცვლილებების ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსება ოპტიმალურ ვადაში; ** საოპერაციო პაციენტების გაფორმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი; ** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი. ხელფასი: პირველი 1 თვე (შესწავლის პერიოდი) 450 ლარი (ხელზე ასაღები), შემდეგ 900 ლარი ხელზე (ხელზე ასაღები) სამუშაო განაკვეთი - სრული დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] ა/წ 20 ივლისამდე! აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ახალი მზერა

ანაზღაურება


1,450₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო