უმცროსი QA ტესტერი/IT ბიზნეს ანალიტიკოსი

აღწერა

"ITF GLOBAL"-ი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფა და ICT მიმართულება. დღევანდელი მოცემულობით კომპანია აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს ასეულობით საერთაშორისო კომპანიასთან. ჩვენი ხარისხიანი სერვისი და ყოველდღიური წარმატება გვაძლევს საშუალებას, რომ მუდმივ რეჟიმში განვითარდეთ და გავიზარდოთ. კომპანია "ITF GLOBAL"-ი აცხადებს მიღებას უმცროსი QA ტესტერი/IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი სრული: საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული ხელფასი: 1500 ლარი NET (ხელფასი იმატებს განვითარებასთან ერთად) ფუნქცია-მოვალეობები: ** გუნდის წევრებთან ერთად, პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის ბიზნეს საჭიროებების/პროცესების განსაზღვრა, ანალიზი, ტექნიკური დავალების შემუშავება, შეთავაზება და დანერგვა ** გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნეს სტრუქტურებთან/დეპარტამენტებთან შეხვედრების ორგანიზება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი ბიზნესს პროცესების, დეტალების, ბიზნეს და IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის განხილვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ** ბიზნეს პროცესების შეფასება და აღწერა, დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრა, გაუმჯობესების გზების გამოვლენა და გადაწყვეტილებების მომზადება და განხორციელება. ** ბიზნეს სტრუქტურებთან/დეპარტამენტებთან მუდმივი რეჟიმში კომუნიკაცია, დავალების შემუშავება, განხილვა და რეკომენდაციების გაწევა. ** ბიზნეს ტექნიკური დავალების მომზადება, ამოცანის დასმა IT-სთვის ** ტესტირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა, ხარვეზების აღმოჩენა და შესაბამის პლატფორმაზე მათი დეტალურად აღწერა ** არსებული მზა პროგრამული პლატფორმის ადმინისტრატორის დონეზე შესწავლა ** პროგრამასთან დაკავშირებული ინციდენტების აღრიცხვა, დარეგისტრირება და ტექნიკური გუნდისთვის გადამისამართება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე საკომუნიკაციო) ** HTML/CSS საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** JavaScript-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** MS Office ის ცოდნა დამატებით უნარ-ჩვევები: ** გუნდურობა ** საქმეზე კონცენტრირება ** პროფესიული განვითარების სურვილი ** თავდაჯერებულობა ** კომუნიკაბელურობა ** კრეატიული აზროვნება ** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, დაიწყოთ მუშაობა წარმატებულ და მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებულ, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი QA ტესტერი/IT ბიზნეს ანალიტიკოსი
ITF
თბილისი 1500₾ დედლაინი: 4 კვირაში

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 3 კვირაში

უმცროსი ბუღალტერი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ITF GLOBAL

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო