აღწერა

"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია. ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/) კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ, კვირაში 2 დღე დასვენება ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1750 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვის უზრუნველყოფა; ** ლოჯისტიკური მარშრუტის შედგენა და შეკვეთის მიწოდების საორიენტაციო დროზე მომხმარებლების წინასწარ ინფორმირება; ** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა; ** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა); ** აუცილებელია ავტომობილის მართვის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; ** თბილისის ქუჩების ცოდნა; ** ნავიგაციის, რუკების აპლიკაციის გამოყენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** თავაზიანობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი
Yandex Taxi პარტნიორი Neo
თბილისი 3000₾-4000₾ დედლაინი: 4 დღეში

კურიერი
დოდო პიცა
ბათუმი დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი
ბი-ემ-ესი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი
Inex Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


რენეკო

ანაზღაურება


1,750₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო