მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება. "დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. დასაქმდი ზაფხულის პერიოდში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში და გამოიყენე შესაძლებლობა დასაჩუქრდე განსაკუთრებული პრიზებით: ** პრემია-1000 ლარი; ** გრანდ მოლის ვაუჩერი; ** iPhone 15 Pro; ** ტელევიზორი; ** Macbook; ** Marshall დინამიკი; ** სახელფასო დანამატს 1 წლის განმავლობაში; ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას სრულ განაკვეთზე (1250-1450); ** საცხოვრებლით უზრუნველყოფას რეგიონებიდან; ფუნქცია-მოვალეობები: ** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C) ** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა; ** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად; ** მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა; ძირითადი მოთხოვნები: ** გამოცდილება არ არის აუცილებელი, მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ** სწრაფად ადაპტაციის უნარი; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; ** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული; ** თავაზიანი; სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ)- სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია თქვენზე მორგებული ცვლების მიხედვით; დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_oobkg/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 353 178 აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
დილის პროდუქტები
თბილისი 1300₾ დედლაინი: 3 კვირაში

დისტრიბუტორი
დილის პროდუქტები
თბილისი 2000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ბილინგის ოპერატორი
ონვეი დელივერი
თბილისი 800₾ დედლაინი: 9 საათის წინ

ფილიალის მენეჯერი
ონვეი დელივერი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 9 საათის წინ

კომპანია


დეილი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო