აღწერა
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. დასაქმდი ზაფხულის პერიოდში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში და გამოიყენე შესაძლებლობა დასაჩუქრდე განსაკუთრებული პრიზებით:
** პრემია-1000 ლარი;
** გრანდ მოლის ვაუჩერი;
** iPhone 15 Pro;
** ტელევიზორი;
** Macbook;
** Marshall დინამიკი;
** სახელფასო დანამატს 1 წლის განმავლობაში;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას სრულ განაკვეთზე (1250-1450);
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას რეგიონებიდან;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება არ არის აუცილებელი, მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები, როგორიცაა:
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ)- სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია თქვენზე მორგებული ცვლების მიხედვით;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_oobkg/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 353 178
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ! |