აღწერა

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს სუ შეფის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
გრაფიკი: სტანდარტული.

ძირითადი მოვალეობები:
  • საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება;
  • მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
  • სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
  • სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვაში;
  • კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი ტექნოლოგიური ბარათების, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური ბარათების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
  • უპირობოდ აუცილებელია სუ შეფის ან/და მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული სამზარეულოს და ტრადიციული კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
  • გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
  • პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:
  • დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროისა და პრცესების სწორად მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


წისქვილი ჯგუფი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო