აღწერა
Palais des Thes არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში. მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
Palais des Thes აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო ან ჭავჭავაძე.
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება.
- ანაზღაურება: პირველი თვე 750 ლარი.
- მეორე თვე 800 ლარი.
- მესამე თვე 850 ლარი პლიუს ბონუსები.
- კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- საშუალო ან უმაღლესი განათლება.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/თვისებები:- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
- კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
- მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
- გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:- ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
- მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება.
- სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა.
- მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
შერჩევის ეტაპები:- გასაუბრება
- გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი. (სტაჟირება ანაზღაურებადია)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2024 წლის 3 ივლისამდე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!