საწყობის სუპერვაიზერი

აღწერა

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ, შაბათი-კვირა დასვენება
  • ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესების ზედამხედველობა;
  • მიღებული პროდუქციის კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად მითვლა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • დღის გეგმით განსაზღვრული შეკვეთების დროულად და სიზუსტით აგროვების პროცესის კოორდინირება;
  • სადისტრიბუციოდ მომზადებული შეკვეთების ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვის კონტროლი;
  • საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობიდან ნარჩენების (ყუთები, პალეტები, ტომრები და აშ) გატანის უზრუნველყოფა დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • დაქვემდებარებული გუნდის წევრების სამუშაოს ორგანიზება, მათი ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული გუნდის მიერ კომპანიის შიდა ინსტრუქციების/ მარეგულირებელი დოკუმენტების, უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის სუპერვაიზერი
რენეკო
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


რენეკო

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო