აღწერა
"KFC" აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული)
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 18 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლობიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი)
** ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
** სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
** სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში
ბენეფიტები:
** დაზღვევა,
** საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
** კვებაზე ფასდაკლება;
** ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.
ფუნქცია/მოვალეობები:
მზარეული:
** კერძების მომზადება;
** სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის დაცვა რესტორანში.
მოლარე:
** სტუმრების მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის დაცვა რესტორანში.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV მეილზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს! |