გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "GeoPaper", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან უზრუნველყოფს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტს. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ენუქიძის #7 (აფრიკის დასახლება, ისთ-ფოინთთან) ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. ფუნქცია მოვალეობები: ** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება; ** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება; ** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი; ** არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა; ** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები; ** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია; ** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენენჯერი". თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (cv/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს ჯეპის მიერ, (ს/ნ 202281823; იურ.მის: ა.ენუქიძის N7) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს ჯეპ, ს/ნ:202281823; მის:ა.ენუქიძის N7 თბილისი, საქართველო) მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/ სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ჯეპი

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო