დანადგარების გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს ელიტ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას დანადგარების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება დანადგარების რეალიზაციის კუთხით);
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

პიროვნული თვისებები:
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
  • მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
  • ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
  • კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] & [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
Blue Waters
თბილისი 3000₾ დედლაინი: 8 საათის წინ

გარე გაყიდვების მენეჯერი
Blue Waters
თბილისი 3500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კონტენტ კრეატორი
ოტო ჯორჯია
თბილისი 750₾ დედლაინი: 8 საათის წინ

სავაჭრო აგენტი
მასტერ კოფი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ელიტ მოტორსი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო