დღე-ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

აღწერა

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას: დღე-ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი სამუშაოს ადგილმდებარეობა: გორი სამუშაო საათები: ** თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს. ** დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 5 საათი. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1070 ლარი (ხელზე ასაღები). ბენეფიტები: ** ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ** სამედიცინო დაზღვევა; ** დაბადების დღის დანამატი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; ** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ძირითადი მოვალეობები: ** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება; ** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება; ** ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება; ** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; ** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა. ** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; ** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება; პიროვნული უნარები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული; ** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე! დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გირო კრედიტი

ანაზღაურება


1,070₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო