კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად

აღწერა

განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – 2 ვაკანსია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – 1 ვაკანსია.


კონკურსი ცხადდება 2024 წლის 17 ივნისიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 18 ივლისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

დოკუმენტები:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი ვიწრო სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
  • სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
  • ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში დადასტურებული, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც ასახული იქნება რეიტინგულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (ლინკების მითითება სავალდებულოა);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
  • არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში დადასტურებული, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც ასახული იქნება რეიტინგულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (ლინკების მითითება სავალდებულოა);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
  • არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები:
  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
  • ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა), ჩატარდება 2024 წლის 24 ივლისს.
კონკურსის მეორე ეტაპი, საკონკურსო კომისიის გასაუბრება კონკურსანტთან (საჭიროების
შემთხვევაში), ჩატარდება 2024 წლის 25 ივლისს.

შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 26 ივლისს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე. [email protected]

ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების აგენტი
Würth
თბილისი 21000₾ დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
დოქტორი

წყარო