დარბაზის ადმინისტრატორი

აღწერა

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 900-1000 ლარი + ბონუსი რას გთავაზობთ დამატებით? ** ყოველ თვე 2 სახის ბონუსს; ** სტაჟის დანამატს; ** კვებაზე 50%იან ფასდაკლებას; ** Spar Card-ს, რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა; ** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით; ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. უნარები: ** მართვის და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის! "თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდმარტის" (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დარბაზის ადმინისტრატორი
მაქსიმა
თბილისი 1300₾ დედლაინი: 1 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ფიტნესის ადმინისტრატორი
კომპანია
თბილისი 600₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


SPAR Georgia

ანაზღაურება


900₾ -1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო