სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი

აღწერა

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1105 ლარი (ხელზე ასაღები) (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე); ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლების მომსახურება - საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ ფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე ** ახალი მომხმარებლის მოზიდვა; ** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა; ** არსებული კლიენტების შენარჩუნება; ** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ** რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** MS Office-ის Basic დონეზე ფლობა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითოთ "სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი". გისურვებთ წარმატებას! აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის; ** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვის ადმინისტრატორი
საქართველოს ფოსტა
თბილისი 600₾ დედლაინი: 1 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
Digital TV
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

სერვის ცენტრის ოპერატორი
Delivo
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ტექნოლაინი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

სერვისის მენეჯერი
გიანთი მოტორსი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კონსულტანტი
თერმორუმი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ანაზღაურება


1,105₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო