გაყიდვების კონსულტანტი

აღწერა

ავეჯის მაღაზია "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. შპს "კონტემპო" წარმოადგენს სრულიად ახალ, პრემიუმ ავეჯის მაღაზიას საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს მარშალ გელოვანის გამზირზე და მოიცავს ოთხ სართულს, წარმოდგენილი იქნება იტალიური და ესპანური ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია. ჩვენ გვჭირდება ენერგიული, კომუნიკაბელური, განვითარებაზე ორიენტირებული და გუნდურობის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ვპირდებით კომფორტულ სამუშაო გარემოს. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1200-1700₾ გამოცდილების შესაბამისად. დამატებით მზარდი ბონუსი გაყიდვებიდან სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი გაყიდვების სფეროში სამუშაო დღე კვირაში 4 სამუშაო დღე (ცვალებადი) სამუშაო დრო 10:00 - 20:00 გამოსაცდელი ვადა 30-45 დღე გამოსაცდელი ვადის პერიოდში ანაზღაურება ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1000₾ ჩვენ გთავაზობთ ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მზარდ საბონუსე სისტემას; ** კვირაში 4 სამუშაო დღეს; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** პროფესიულ ტრენინგებს; ძირითადი ფუნქციები ** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა; ** ბრენდებისა და მათი პროდუქციის შესწავლა ზედმიწევნით, მათ შორის ახალი პროდუქციის; ** პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი; ** მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება; ** პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება; ** მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ** ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); ** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენა; ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS, Word, Outlook, Excel). პიროვნული მახასიათებლები ** კომუნიკაბელურობა; ** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოწესრიგებულობა; ** დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
კონტემპო
თბილისი 1200₾-1700₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


კონტემპო
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო