მონიტორინგის ოპერატორი

აღწერა

"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად "MS holding" გეძებს შენ მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე. რისი გაკეთება მოგიწევს? ** ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერების მონიტორინგი; ** ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მონიტორინგი/პროცესებზე დაკვირვება; ** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ** ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული საქმის რეპორტინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4; ** სამუშაო საათები: სრული, 09:30 - 18:00 საათი. ** ანაზღაურება: 1000-1100 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან); ** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
ნავნე
თბილისი 1100₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის ოპერატორი
მიდეა
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

ოპერატორი
ექსპრეს ქსელი
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

ოპერატორი
ბელმარტი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


MS Holding

ანაზღაურება


1,000₾ -1,100₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო