ლოგისტიკის ოპერატორი

აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები:
  • „1C“ სისტემის ცოდნა;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა, ჩაითველბა უპირატესობად;

მოვალეობები:
  • გაწეროს არსებული შეკვეთები, გაანაწილოს შეკვეთები პრისეილერების უბნების მიხედვით;
  • ატვირთოს გაწერილი შეკვეთები შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფორმით;
  • მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
  • აკონტროლოს გაწერილი და დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
  • გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
  • აკონტროლოს უკან დაბრუნებული საქონლის ფასები ( მათ შორის მოახდინოს ფასების კორექტირება);
  • გამოწეროს შიდა გადაზიდვების ზედნადებები შესაბამის პროგრამაში და ატვირთოს ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE
  • დაამატოს ახალი ობიექტები შესაბამის პროგრამაში.
  • შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშაულო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორცილების მიზნით.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალურობა ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაიბის უნარი;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი ;

პირობები:
  • განაკვეთი - სრული;
  • ანაზღაურება 1200 ლარი.
  • სამუშაო საათები 10:00 დან 18:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მისამართი : თბილისი, ავჭალა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected]

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოგისტიკის ოპერატორი
მზიური
თბილისი 1200₾ დედლაინი: 5 დღეში

ლოგისტიკის ოპერატორი
ბიოდიზელი ჯორჯია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

ღამის ცვლის ოპერატორი
რითეილ ლოგისტიკ
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 კვირაში

სერვის ცენტრის ოპერატორი
Delivo
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


მზიური

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო