გაყიდვების უფროსი მენეჯერი

აღწერა

საერთაშორისო ბინზეს საკონსულტაციო კომპანია "IBC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათი). ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2 000 ლარი (ხელზე) + ერთჯერადი ბონუსი 30% + ფიქსირებული ხელფასის ზრდა 500 ლარით ყოველი მოყვანილი 10 კორპორატიული კლიენტის შემდეგ + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა : 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება. ** პრეზენტაციების ჩატარება. ** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მომსახურების ხელშეკრულების დადება. ძირითადი მოთხოვნები: ** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა) ** უმაღლესი განათლება (სასურველია) ** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა). ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია IBC

ანაზღაურება


200,030,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო