ელექტრო-მექანიკოსი

აღწერა

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ელექტრო-მექანიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო და სათანადო ექპლუატაციის უზრუნველყოფა
  • საწარმოს ენერგობლოკის, ტექნოლოგიური პროცესის, სავენტილაციო და სხვა დანადგარების, სასაწყობე მეურნეობისა და ზოგადად ქარხნის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა
  • მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის დათვალიერების, შემოწმებისა და შეკეთების კალენდარული გეგმების (განრიგების) მომზადება
  • სათადარიგო ნაწილებისა და მასალების ეფექტური მოხმარებისთვის რაციონალური წინადადებების შემუშავება
  • ყოველდღიური შემოვლების განხორციელება საწარმოს ირგვლივ ტექნიკის სწორი ექპლუატაციისა და აღჭურვილობის ფუნქციონირების შესამოწმებლად, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების ორგანიზება.
  • კომპანიაში დამტკიცებულ სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობა.
  • წარმოების ორგანიზებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საწარმოს პრაქტიკაში, მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო ან მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით სასურველია წარმოების მიმართულებით
  • სხვადასხვა მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა
  • უცხო ენები: ინგლისური ენის ცოდნა B1+
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირება
  • პასუხისმგებლობა

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
  • ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ელექტრო-მექანიკოსი
ნიკორა
თბილისი 1560₾-2100₾ დედლაინი: 3 კვირაში

ელექტრო მექანიკოსი
ჯელიფტი +
თბილისი 1200₾-1800₾ დედლაინი: 3 კვირაში

ტექნიკოსი, მომმარაგებელი
სასტუმრო ბათესტა
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

საწყობში ელექტრო სატვირთველის მძღოლი
Pepsico
თბილისი 1550₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


PepsiCo
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო