აღწერა

"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1 ანაზღაურება: 900 ლარი სამუშაო განრიგი: 09:00 - 17:00; 09:10 - 17:30, დამატებით სამუშაო დღე, მორიგეობით, ყოველი მესამე შაბათი - 10:00 - 14:00 ძირითადი ფუნქციები: ** განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია; ** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, საგარანტიო წერილების გააქტიურება; ** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით; მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; ** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; ** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენა - B1 დონეზე; ** MS Office - სამომხმარებლო დონეზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი მენეჯერი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის უმცროსი მენეჯერი
Dressup Group
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო