აღწერა

პაბ ინვესტი საფინანსო ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო პორტფელების მართვა.
კომპანია ორიენტირებულია განვითარებასა და სტაბილურობაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ფილიალების რაოდენობის ზრდაში. ასევე მზარდია კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მუდმივად აქვთ საშუალება განვითარდნენ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. დღეის მდგომარეობით, პაბ ინვესტი აერთიანებს 12 ფილიალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
  • თანამშრომლების, პროდუქციისა და დოკუმენტაციების ტრანსპორტირება.
  • უზრუნველყოს თანამშრომლების გადაადგილება საქართველოს მაშტაბით. (საჭიროების შემთხვევაში).
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
  • დაკისრებული სამუშაოს შესრულება მოხდება ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობის B, C კატეგორია;
  • მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 წელი პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება :
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
პაბ ინვესტი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


პაბ ინვესტი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო