HR ბიზნეს პარტნიორი

აღწერა

KMM Group-ში შემავალი სასტუმროები - "KMM Hotel", "New Tiflis Hotel" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის / HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე. სასტუმრო "KMM" ფუნქციონირებს 2006, ხოლო სასტუმრო New Tiflis 2018 წლიდან. ორივე სასტუმრო მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში: ** KMM Hotel - 66 ნომერი - მეტეხის 1-ლი შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა N10 https://kmm.ge/en/home ** New Tiflis Hotel - 38 ნომერი - დავით აღმაშენებლის გამზირი N75 https://www.new-tiflis.ge/en სასტუმროები სთავაზობს განთავსების მომსახურებას, მყუდრო ოთახებს, ელეგანტური ინტერიერით, თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** HR სტრუქტურის ჩამოყალიბება და სტრატეგიის შემუშავება; ** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და მუდმივი კონტროლი; ** სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება; ** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი; ** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება; ** შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი; ** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ** კომპანიაში არსებული ბენეფიტების მართვა; ** თანამშრომლების აღრიცხვა შემოსავლების სამსახურის (RS) პორტალზე და მუდმივი მონიტორინგი ** სახელფასო უწყისის მომზადება (Payroll); ** HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ადამიანურ რესურსებში, ბიზნესის მენეჯმენტის ან სოციალური მეცნიერების მიმართულებით; ** HR მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სტუმარმასპინძლობის/სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს); ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; ** საქართველოს შრომის კოდექსის და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ლოგიკური აზროვნება; ** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი; ** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** გრძელვადიან თანამშრომლობას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-19:00); ანაზღაურების დიაპაზონი: 2000-2500 ლარი; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
ლენდაფი
თბილისი 800₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ევროპანელ გრუპი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის ოპერატორი
Manamo Home
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ბილინგის ოპერატორი
ონვეი დელივერი
თბილისი 800₾ დედლაინი: 23 საათში

კომპანია


სასტუმრო KMM
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო