დისტრიბუტორი

აღწერა

ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით; ** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა; ** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა; ** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით; ** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება; ** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ** კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება; ** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: ** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი. აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს: ** ასაკი - არანაკლებ 21 წლისა; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; (მექანიკა; მერსედეს სპრინტერ) ** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; დამატებითი დეტალები: ** ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი ** გრაფიკი: 08:00 საათიდან 14:00 საათამდე. (გამონაკლის შემთხვევებში 07:00 საათიდან - 14:00 საათამდე) დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტრიბუტორი. კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დისტრიბუტორი
პირამიდა 2022
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 5 საათის წინ

დისტრიბუტორი
აის ეიჯი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 5 საათის წინ

დისტრიბუტორი
კორიდა
თბილისი დედლაინი: 5 საათის წინ

კომპანია


აგროლაბი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო