კონსულტანტი

აღწერა

შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ. "ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, მოტო ეკიპირების (ჩაფხუტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და აქსესუარების გაყიდვების მიმართულებით. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** მომხმარებლების მიღება, საჭიროებების დადგენა, კონსულტაცია და მომსახურება. ** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება. ** შოურუმში პროდუქციის განთავსება და ფასმაჩვენებლის დაკვრა. ფასების კონტროლი. ** შოურუმში განთავსებული და მის პასუხისმგებლობაში არსებული კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის მოთხოვნა-გახარჯვის კონტროლი და ასევე ამ პროდუქციის ნაშთების სისწორეზე მუდმივი ზრუნვა. ** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილეობა. ** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა. კომპეტენცია და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** შედეგებზე ორიენტირებულობა ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა ** გუნდური მუშაობის უნარი დამატებითი ინფორმაცია: ** გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე. ** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 950 ლარი (ხელზე ასაღები). ** გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - შეთანხმებით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
ბაიკლენდი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ბაიკლენდი

ანაზღაურება


950₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო