საწყობის თანამშრომელი

აღწერა

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის თანამშრომლის“ პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ავჭალა და თბილისი მოლი

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩამოსული პროდუქციის მითვლა;
  • საწყობში პროდუქციის ბრენდების მიხედვით დალაგება;
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, სალაროსთან მიტანა;
  • შემოსული შეკვეთების გამზადება;
  • საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობის მოწესრიგება;
  • საჭიროებისამებრ მომხმარებელთან წასვლა და ნივთების აწყობა.
  • საწყობის მენეჯერის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით ცვლებში.
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
  • ანაზღაურება: 1200 ლარი.
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Wishlist.ge

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო