აღწერა

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კანცელარიის სპეციალისტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის წარმოება
  • საკანცელარიო ჟურნალების(შემოსული კორესპონდენციის, შიდა კორესპონდენციის, გასული კორესპონდენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების (ფორმაN100) წარმოება შესაბამისი პრინციპებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფით
  • კორესპონდენციის დამუშავება და შესაბამისი ადრესატებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
[email protected] საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ივლისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
გთხოვთ, წერილის სათაურში(Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო