მორიგე ექთანი

აღწერა

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. "კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მორიგე ექთნის პოზიციაზე შემდეგი განყოფილებებისთვის: ER, საოპერაციო და ანესთეზიის ექთანი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ განაკვეთი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები ანაზღაურება: 24 საათიანი მორიგეობა - 120 ლარი 16 საათიანი მორიგეობა - 80 ლარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დიპლომი - ექთნის კვალიფიკაცია ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩვენთან დაგხვდებათ: ** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო. ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 11 ივლისამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მორიგე ექთანი". "კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მორიგე რეგისტრატორი
კონსილიუმ მედულა
თბილისი 16₾-9624₾ დედლაინი: 6 დღეში

დამლაგებელი
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
თბილისი 550600₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


კონსილიუმ მედულა

ანაზღაურება


24₾ -120₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო