ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი:
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
უმაღლესი განათლება
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის, ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
სამედიცინო აპარატურის ხარისხიან ექსპლუატაციაზე ზრუნვა;
სამედიცინო აპარატურის გეგმიური და საექსპლუატაციო სამუშაოების დაგეგმვა.
პიროვნული თვისებები:
გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა.
მისამართი: ქ. თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ივლისი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო აპარატურის ინჟინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.