მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თერჯოლა, (თბილისი-სენაკი-ლესელიძის 204, 8-ე კმ.) სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი (+ ბონუსი) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ფუნქციები და მოვალეობები: ** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა; ** მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი; ** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწრაფი რეაგირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო