ოფის მენეჯერი

აღწერა

გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.


ჩვენ ვეძებთ ოფის მენეჯერს ბათუმში, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:

  • კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა, საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და დახარისხება;
  • ოფისის სამუშაო პირობების ხელშეწყობა.

რა უნარებს უნდა ფლობდე:

  • რუსული ენის გამართულად სასაუბრო დონეზე ცოდნა, სავალდებულოა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.


შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00

მდებარეობა: ქ.ბათუმი

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე [email protected] .

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ოფის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon ბათუმი

მსგავსი განცხადებები

ოფის მენეჯერი
აბანოთუბანი გრუფი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ოფის მენეჯერი
ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი
თბილისი დედლაინი: 14 საათის წინ

ოფისის მენეჯერი
Mydeliver
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


GLOBAL AUTO IMPORT
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო