ტექნიკოს-ინკასატორი

აღწერა

კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში. ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი. თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" თერჯოლაში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე. თუ გსურს იყო მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე ჩვენს კომპანიაში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რეგიონში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა. ** ვინდოუსის გადაწერა. ** მოწყობილობის დიაგნოსტიკა. ** ტერმინალების გაინკასირება. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს ლაგოდეხში; ** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება. ** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა. ** ავტომობილის ფლობა. ** მართვის მოწმობა - B კატეგორია. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება და სამუშაო პირობები: ** ფიქსირებული ანაზღაურება + საწვავი სრულად ** √ ჯანმრთელობის დაზღვევა; ** გრაფიკი: არასრული, მოქნილი გრაფიკი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ქალაქის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ფეიბოქსი
დედლაინი
21 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო