საწყობის თანამშრომელი

აღწერა

მეტალოპლასტმასის მასალისა და აქსესუარის, საცალო და საბითუმო, სავაჭრო და მწარმოებელი კომპანია, შპს. "ც.მ.ლ." აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მეტალოპლასტმასის აქსესუარისა და მასალის დასახელებებისა და ვიზუალური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლების მოთხოვნაზე რეაგირება და შესაბამისად შეკვეთების დროულად და აკურატულად აწყობა, ** მასალისა და აქსესუარების საწყობის ტერიტორიაზე გადაზიდვა, დასაწყობება, ** პერიოდულად ტრაილერის დაცლასა და შიდა საქონლის გადაადგილებაში მონაწილეობის მიღება, ** წელიწადში ორჯერ საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა მოთხოვნები: ** საშუალო განათლება ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება პიროვნული მახასიათებლები: ** ფიზიკურად დატვირთვის საშუალება ** კომუნიკაბელური ** სხარტი ** ორგანიზებული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00 ანაზღაურება განსაზღვრულია ფიქსირებული 1200 ლარით + ბონუსი (დამატებითი დატვირთვიდან გამომდინარე). დამატებითი ბენეფიტები: კორპორატიული დაზღვევა, კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო, ახალი და საინტერესო იდეების რეალიზებაში ხელშეწყობა აღნიშნული ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში დასაქმების მსურველები, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 598143224 წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


C.M.L

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო